გადარჩენისას რა როლი აქვს ღვთის დამოუკიდებლობასა და ადამიანის თავისუფალ ნებას?

შეკითხვა გადარჩენისას რა როლი აქვს ღვთის დამოუკიდებლობასა და ადამიანის თავისუფალ ნებას? პასუხი ბოლომდე ვერასოდეს გავიგებთ კავშირს ღვთის დამოუკიდებლობასა და ადამიანის თავისუფალ ნებასა და პასუხისმგებლობას შორის. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მოქმედებენ ისინი ხსნის პროცესში. სხვა დოქტრინებთან შედარებით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ვაღიაროთ ჩვენი უუნარობა, ბოლომდე ჩავწვდეთ ღვთის ბუნებასა და მასთან ჩვენს ურთიერთობა. ორივე მხარე ცალკეულად რომ განვიხილოთ, ღვთის…

შეკითხვა

გადარჩენისას რა როლი აქვს ღვთის დამოუკიდებლობასა და ადამიანის თავისუფალ ნებას?

პასუხი

ბოლომდე ვერასოდეს გავიგებთ კავშირს ღვთის დამოუკიდებლობასა და ადამიანის თავისუფალ ნებასა და პასუხისმგებლობას შორის. მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მოქმედებენ ისინი ხსნის პროცესში.

სხვა დოქტრინებთან შედარებით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ვაღიაროთ ჩვენი უუნარობა, ბოლომდე ჩავწვდეთ ღვთის ბუნებასა და მასთან ჩვენს ურთიერთობა. ორივე მხარე ცალკეულად რომ განვიხილოთ, ღვთის გადარჩენის გეგმას დამახინჯებულად გავიგებთ.

წერილიდან ჩანს, რომ უფალმა იცის ვინ იქნება დახსნილი (რომაელთა 8:29; 1 პეტრეს 1:2). ეფესელთა. 1:4-ში წერია, რომ უფალმა „ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე”. ბიბლია მორწმუნეებს ყოველთვის „რჩეულებად” მოიხსენიებს (რომაელთა 8:33; 11:5, 7; ეფესელთა 1:11; კოლოსელთა 3:12; 1 თესალონიკელთა 1:4; 1 პეტრეს 1:1-2; 2:9; მათეს 24:22, 32; მარკოზის 13:20, 27; 1 ტიმოთეს 5:21; 2 ტიმოთეს 2:10; ტიტეს 1:1;). მორწმუნეთა წინასწარგანსაზღვრულობა (რომაელთა 8:29-30; ეფესელთა 1:5, 11) და რჩეულობა (რომაელთა 9:11; 11:28; 2 პეტრეს 1:10) გადარჩენისთვის, დღესავით ნათელია.

ბიბლია, ასევე, გვასწავლის ქრისტეს მხსნელად მიღების ვალდებულებას – უნდა ვირწმუნოთ იესო ქრისტე და გადავრჩებით (იოანეს 3:16; რომაელთა 10:9-10). ღმერთმა იცის ვინ იქნება გადარჩენილი, თანაც, თავად ირჩევს ვინ გადარჩება, და ამიტომ, უნდა ვირწმუნოთ ქრისტე, რათა გადავრჩეთ. შემოსაზღვრული გონება ვერ წვდება ამ ფაქტების ერთობლიობას (რომაელთა 11:33-36). ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთის სახარების მთელ მსოფლიოში ქადაგებაა (მათეს 28:18-20; საქმეები 1:8). ჩვენ უნდა ვთქვათ უარი წინასწარ დასკვნების გამოტანაზე, არჩევანსა და წინასწარგანსაზღვრულობის ნაწილზე, რაც უფლის ხელთაა და დავემორჩილოთ უფალს სახარების გაზიარებაში.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

გადარჩენისას რა როლი აქვს ღვთის დამოუკიდებლობასა და ადამიანის თავისუფალ ნებას?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.