ვინ შექმნა ღმერთი? საიდან მოვიდა ღმერთი?

შეკითხვა ვინ შექმნა ღმერთი? საიდან მოვიდა ღმერთი? პასუხი ათეისტების და სკეპტიკოსების საერთო არგუმენტი არის ის, რომ თუ ყველაფერს სჭირდება მიზეზი, მაშინ ღმერთსაც სჭირდება მიზეზი. დასკვნა კი ასეთია: ღმერთს რომ მიზეზი სჭირდებოდეს, მაშინ ღმერთი ღმერთი არ იქნებოდა (და თუ ღმერთი ღმერთი არ არის, მაშინ ღმერთი არ არსებობს). ეს ცოტა უფრო დამახინჯებული ფორმაა მთავარი კითხვისა: „ვინ შექმნა…

შეკითხვა

ვინ შექმნა ღმერთი? საიდან მოვიდა ღმერთი?

პასუხი

ათეისტების და სკეპტიკოსების საერთო არგუმენტი არის ის, რომ თუ ყველაფერს სჭირდება მიზეზი, მაშინ ღმერთსაც სჭირდება მიზეზი. დასკვნა კი ასეთია: ღმერთს რომ მიზეზი სჭირდებოდეს, მაშინ ღმერთი ღმერთი არ იქნებოდა (და თუ ღმერთი ღმერთი არ არის, მაშინ ღმერთი არ არსებობს). ეს ცოტა უფრო დამახინჯებული ფორმაა მთავარი კითხვისა: „ვინ შექმნა ღმერთი?” ყველამ ვიცით, რომ რაღაც არ მოდის არაფრისგან. ამიტომ, თუ ღმერთი არის „რაღაც”, მაშინ მას უნდა ჰქონდეს მიზეზი, არა?

კითხვა საკმაოდ ეშმაკურია, რადგან მას მივყავართ მცდარ დასკვნამდე, რომ ღმერთი საიდანღაც მოვიდა, და შემდეგ კითხულობს, საიდან შეიძლება მოდიოდეს. პასუხი კი ის არის, რომ კითხვა საერთო აზრს არის მოკლებული. ეს ისეთივე კითხვაა: „ლურჯს რა სუნი აქვს?” ლურჯი არ მიეკუთვნება სუნების კატეგორიას, ასე რომ თავად კითხვა ყალბია. ანალოგიურად, ღმერთი არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რაც შეიძლება შექმნა ან გამოიწვიო. ღმერთი არ არის შექმნილი — ის უბრალოდ არსებობს.

საიდან ვიცით ეს? ჩვენ ვიცით, რომ არაფრისგან არაფერი წარმოიქმნება. ასე რომ, თუ ოდესღაც აბსოლუტურად არაფერი არ იყო, მაშინ ვერაფერი იარსებებდა. მაგრამ რაღაცები არსებობს. ამასთანავე, თუ შეუძლებელია აბსოლუტურად არაფერს ეარსება, შესაბამისად რაღაცას უნდა ეარსება. ამ რაღაცას, რასაც უნდა ეარსება, ჩვენ ვეძახით ღმერთს. ღმერთი არის ის რასაც არ აქვს არსებობის მიზეზი, მაგრამ არის მიზეზი ყველაფერი დანარჩენის არსებობისა. ღმერთი არის შეუქმნელი შემქმნელი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი მასში.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

ვინ შექმნა ღმერთი? საიდან მოვიდა ღმერთი?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.