რას გვასწავლის ბიბლია სასიყვარულო ურთიერთობაზე და ნიშნობაზე?

შეკითხვა რას გვასწავლის ბიბლია სასიყვარულო ურთიერთობაზე და ნიშნობაზე? პასუხი შეყვარებულობისა და ნიშნობის პერიოდის ამსახველი სიტყვა ბიბლიაში არ გვხვდება, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც ქრისტიანმა უნდა დაიცვას ქორწინებამდე პერიოდში. უპირველესად, უარი უნდა ვთქვათ გავრცელებულ შეხედულებაზე „დანიშვნის” შესახებ, რადგანაც ღმერთის გზა ეწინააღმდეგება ქვეყნიერებისას (2 პეტრეს 2:20). გავრცელებული აზრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ადამიანის ხასიათი მანამ, სანამ რაიმე პასუხისმგებლობას…

შეკითხვა

რას გვასწავლის ბიბლია სასიყვარულო ურთიერთობაზე და ნიშნობაზე?

პასუხი

შეყვარებულობისა და ნიშნობის პერიოდის ამსახველი სიტყვა ბიბლიაში არ გვხვდება, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც ქრისტიანმა უნდა დაიცვას ქორწინებამდე პერიოდში. უპირველესად, უარი უნდა ვთქვათ გავრცელებულ შეხედულებაზე „დანიშვნის” შესახებ, რადგანაც ღმერთის გზა ეწინააღმდეგება ქვეყნიერებისას (2 პეტრეს 2:20). გავრცელებული აზრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ადამიანის ხასიათი მანამ, სანამ რაიმე პასუხისმგებლობას ავიღებთ. უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა იგი ქრისტეს სულისგან ზეციდან შობილი (იოანეს 3:3-8), და თუ აქვს ის ფიქრები, რომლებიც იესო ქრისტეშია (ფილიპელთა 2:5). სასიყვარულო ურთიერთობებისა თუ დანიშვნის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ცხოვრების მეგზურის პოვნა. ბიბლია გვაფრთხილებს, არ შევუღლდეთ ურწმუნოებთან (2 კორინთელთა 6 14-15), რადგან ეს შეასუსტებს ჩვენს ურთიერთობას ქრისტესთან და საფრთხის შეუქმნის ჩვენს მორალსა და სტანდარტებს.

სერიოზული ურთიერთობისას, შეყვარებულობისას თუ ნიშნობისას, ნებისმიერ დროს, მნიშნველოვანია გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაზე მთავარია (მათეს 10:37). სხვა ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვნად, „ყველაფრად”, აღიარებას კერპთაყვანისმცემლობამდე მივყავართ, რაც ცოდვაა (გალატელთა 5:20; კოლოსელთა 3:5). ამას გარდა, ქორწინებამდე ჩვენი სხეულები სქესობრივი ურთიერთობებით არ უნდა წავბილწოთ (1 კორინთელთა 6:9, 13; 2 ტიმოთეს 2:22). სქესობრივი ამორალურობა დანაშაულია არა მხოლოდ ღმერთის, არამედ ჩვენი სხეულების წინაშეც (1 კორინთელთა 6:18). სხვები ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი (რომაელთა 12:9-10), და ეს, ასევე, მიესადაგება სასიყვარულო ურთიერთობებსა და ნიშნობასაც. სასიყვარულო ურთიერთობებისა და ნიშნობისას, ბიბლიური პრინციპების ერთგულება, საუკეთესო საფუძველია ქორწინებისა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო გადაწყვეტილებაა, რადგან დაქორწინებისას, ისინი ერთ ხორცად იქმნებიან, რაც, ღვთის ნებით, ხანგრძლივი და დაურღვეველი უნდა იყოს.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

რას გვასწავლის ბიბლია სასიყვარულო ურთიერთობაზე და ნიშნობაზე?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.