რას გვეუბნება ბიბლია ჰომოსექსუალობაზე? არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ცოდვა?

შეკითხვა რას გვეუბნება ბიბლია ჰომოსექსუალობაზე? არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ცოდვა? პასუხი ბიბლია გამუდმებით გვეუბნება, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა (დაბადება 19:1-13; ლევიტელთა 18:22; რომაელთა 1:26-27; 1 კორინთელთა 6:9). რომაელთა 1:26-27 გვასწავლის, ჰომოსექსუალიზმი ღვთის გმობისა და ურწმუნობის შედეგია. როდესაც ადამიანები ცოდვასა და ურწმუნოებაში ცხოვრებას განაგრძობენ, ღმერთი “მათ მეტ განსაცდელსა და ცოდვაში აგდებს”, რათა დაანახოს, თუ რაოდენ დიდი სიცარიელე…

შეკითხვა

რას გვეუბნება ბიბლია ჰომოსექსუალობაზე? არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ცოდვა?

პასუხი

ბიბლია გამუდმებით გვეუბნება, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა (დაბადება 19:1-13; ლევიტელთა 18:22; რომაელთა 1:26-27; 1 კორინთელთა 6:9). რომაელთა 1:26-27 გვასწავლის, ჰომოსექსუალიზმი ღვთის გმობისა და ურწმუნობის შედეგია. როდესაც ადამიანები ცოდვასა და ურწმუნოებაში ცხოვრებას განაგრძობენ, ღმერთი “მათ მეტ განსაცდელსა და ცოდვაში აგდებს”, რათა დაანახოს, თუ რაოდენ დიდი სიცარიელე და უიმედობაა ღვთისგან მოშორებით ცხოვრება. 1 კორინთელთა 6:9 ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალები ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ჰომოსექსუალური მისწრაფებებით. ბიბლია გვეუბნება, რომ ადამიანები ცოდვის (რომალეთა 1:24-27) გამო და უფრო მეტად საკუთარი სურვილით ხდებიან ჰომოსექსუალები. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბადებიდანვე განსაკუთრებით მიდრეკილი იყოს ჰომოსექსუალობისადმი, როგორც ზოგიერთია ძალადობისა და სხვა ცოდვებისადმი. ეს ვერ იქნება ადამიანის ცოდვილი სურვილების გასასამართლებლი საბუთი. თუ ადამიანი დაბადებიდანვე განსაკუთრებით მიდრეკილია სიბრაზის/სიფიცხისკენ, აძლევს კი ეს მას ცოდვაში ჩავარდნის უფლებას? რა თქმა უნდა, არა! ასევეა ჰომოსექსუალობაც.
თუმცა, ბიბლია ჰომოსექსუალიზმს არ მიიჩნევს სხვაზე უფრო “დიდ” ცოდვად. ნებისმიერი ცოდვა ცოდვაა უფლის წინაშე. ჰომოსექსუალიზმი მხოლოდ ერთერთია იმათ შორის, რომელიც ჩამოთვლილია 1 კორინთელთა 6:9-10-ში, და რაც უშლის ხელს ადამიანს სამოთხეში მოხვედრაში. ბიბლიის თანახმად, ღვთის მიმტევებლობა ჰომოსექსუალზეც ისევე ვრცელდება, როგორც მრუშებზე, კერპთთაყვანისმცემლებზე, მკვლელებზე, ქურდებსა და აშ. ღმერთი პირდება ცოდვაზე, მათ შორის ჰომოსექსუალობაზე გამარჯვებას, ყველას, ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს, როგორც მათ მხსნელს (1 კორინთელთა 6:11; 2 კორინთელთა 5:17; ფილიპელთა 4:13).

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

რას გვეუბნება ბიბლია ჰომოსექსუალობაზე? არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ცოდვა?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.