რა არის დასაშვები ქრისტიან წყვილთა სქესობრივ ურთიერთობაში?

შეკითხვა რა არის დასაშვები ქრისტიან წყვილთა სქესობრივ ურთიერთობაში? პასუხი წმინდა წერილში წერია: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს” (ებრაელთა 13:4). წმინდა წერილი არასდროს გვასწავლის, რა არის დასაშვები ცოლ-ქმრის სქესობრივ ურთიერთობაში. ბიბლია ქმრებსა და ცოლებს არიგებს: „ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით,” (1 კორინთელთა 7:5ა)….

შეკითხვა

რა არის დასაშვები ქრისტიან წყვილთა სქესობრივ ურთიერთობაში?

პასუხი

წმინდა წერილში წერია: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს” (ებრაელთა 13:4). წმინდა წერილი არასდროს გვასწავლის, რა არის დასაშვები ცოლ-ქმრის სქესობრივ ურთიერთობაში. ბიბლია ქმრებსა და ცოლებს არიგებს: „ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით,” (1 კორინთელთა 7:5ა). ეს მუხლი, როგორც ჩანს, ქორწინებაში სქესობრივი ურთიერთობების პრინციპია. ყველაფერი შეთანხმებული უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის. არავინ არ უნდა წავახალისოთ ან ვაიძულოთ იმისაკენ, რაც მათ არ მოსწონთ ან არასწორად მიაჩნიათ. თუკი ცოლ-ქმარი რაღაცას გადაწყვეტს (მაგალითად, ორალური სექსი, სხვადასხვა „მდგომარეობა”, „სათამაშო” ნივთები და ა. შ.), ეს, ბიბლიურად, დასაშვებია.

თუმცა, ზოგიერთი რამ იკრძალება დაქორწინებულთათვის. „გადაცვლის” ან „დამატების” (სამნი, ოთხნი და ა. შ) წესი საზარელი მრუშობაა (გალატელთა 5:19; ეფესელთა 5:3; კოლოსელთა 3:5; 1 თესალონიკელთა 4:3). მრუშობა ცოდვაა, მაშინაც კი, როცა თქვენი მეუღლე ნებას რთავს, იწონებს ან მონაწილეობს მასში. პორნოგრაფია მიდრეკილებაა ხორციელი გულისთქმისა და თვალთა გულისთქმისადმი (1 იოანეს 2:16), და, ამიტომ, ღმერთი მას გმობს. ცოლ-ქმარმა არასდროს არ უნდა გამოიყენოს პორნოგრაფია თავიანთ სქესობრივ ერთობაში. ამ ორი რამის გარდა, არაფერია ისეთი, რასაც წმინდა წერილი ქმარსა და ცოლს უკრძალავს, გარდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

რა არის დასაშვები ქრისტიან წყვილთა სქესობრივ ურთიერთობაში?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.