სიზმრები აიხსნება ქრისტიანულად? სიზმრები ღმერთისგანაა?

შეკითხვა სიზმრები აიხსნება ქრისტიანულად? სიზმრები ღმერთისგანაა? პასუხი GotQuestions.org-ი ვერ დაგეხმარებათ სიზმრების ახსნაში. ჩვენ არ ვხსნით სიზმრებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ადამიანის სიზმრების მნიშვნელობა მხოლოდ ადამიანსა და ღმერთს შორისაა. ძველად, ღმერთი სიზმრებით გველაპარაკებოდა. ამის მაგალითებია: იოსები, იაკობის ძე (დაბადების 37:5-10); იოსები, მარიამის მეუღლე (მათეს 2:12-22); სოლომონი (1 მეფეთა 3:5-15) და რამდენიმე სხვა (დანიელი 2:1; 7:1; მათეს…

შეკითხვა

სიზმრები აიხსნება ქრისტიანულად? სიზმრები ღმერთისგანაა?

პასუხი

GotQuestions.org-ი ვერ დაგეხმარებათ სიზმრების ახსნაში. ჩვენ არ ვხსნით სიზმრებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ადამიანის სიზმრების მნიშვნელობა მხოლოდ ადამიანსა და ღმერთს შორისაა. ძველად, ღმერთი სიზმრებით გველაპარაკებოდა. ამის მაგალითებია: იოსები, იაკობის ძე (დაბადების 37:5-10); იოსები, მარიამის მეუღლე (მათეს 2:12-22); სოლომონი (1 მეფეთა 3:5-15) და რამდენიმე სხვა (დანიელი 2:1; 7:1; მათეს 27:19). ასევე არსებობს იოველის წინასწარმეტყველება (იოველი 2:28), რომელიც შემდეგ პეტრემ გამოიყენა საქმეების 2:17-ში, სადაც ნახსენებია უფლის მიერ სიზმრების გამოყენება. ასე რომ, უფალს თუ სურს, სიზმრებს იყენებს ჩვენთან სასაუბროდ. უფალი გვესაუბრება სიზმრებით, როდესაც თავად სურს ასე.

გონებაში მუდამ უნდა გვქონდეს ჩაბეჭდილი, რომ ბიბლია დასრულებულია; მასში გაცხადებულია ჩვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი სასწაულებს არ ახდენს ან სიზმრებით არ გვესაუბრება, არამედ რასაც უფალი ამბობს, იქნება ეს სიზმრებით, ხილვებით, შეგრძნებებით თუ „ჩურჩულით” ნათქვამი, აუცილებლად დაემთხვევა მის უკვე ნათქვამ სიტყვას. სიზმრები ვერ დაისაკუთრებს უკანონოდ წმინდა წერილის ავტორიტეტს.

თუ სიზმარი ნახე და ფიქრობ, რომ უფალმა გამოგიგზავნა, ლოცვით გამოიკვლიე უფლის სიტყვა და დარწმუნდი, რომ ემთხვევა მის სიტყვებს, და თუ ასეა, ლოცვით ჰკითხე აგიხსნას, რისი გაკეთება გთხოვა მან სიზმრით (იაკობის 1:5). წმინდა წერილში, როდესაც ღმერთი ვინმეს სიზმრით ესაუბრება, მისი მნიშვნელობა ყოველთვის ნათელია, სულერთია პირდაპირ ეუბნება, ანგელოზის თუ სხვა მაცნეთა მეშვეობით (დაბადება 40:5-11; დანიელი 2:45; 4:19). ღმერთი ისე გველაპარაკება, რომ აუცილებლად სწორად გავიგებთ მის სიტყვებს.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

სიზმრები აიხსნება ქრისტიანულად? სიზმრები ღმერთისგანაა?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.