ღმერთისთვის ყველა ცოდვა თანაბარია?

შეკითხვა ღმერთისთვის ყველა ცოდვა თანაბარია? პასუხი მათეს 5:21-28-ში, იესო მრუშობას გულისთქმას უტოლებს, ხოლო მკვლელობას — სიძულვილს. თუმცა, ყველა ცოდვა როდია ერთმანეთის ტოლფასი. იესო ცდილობდა ფარისევლებისთვის აეხსნა, რომ განზრახვა უკვე ცოდვაა, თუნდაც ბოლომდე ვერ მიიყვანო იგი. იესოს თანამედროვე რელიგიური წინამძღოლები ასწავლიდნენ, რომ შეიძლება ყველაფერი გაიფიქრო, მთავარია, არ აიხდინო ეს სურვილები. იესო ეწინააღმდეგებოდა მათ იმ აზრით, რომ…

შეკითხვა

ღმერთისთვის ყველა ცოდვა თანაბარია?

პასუხი

მათეს 5:21-28-ში, იესო მრუშობას გულისთქმას უტოლებს, ხოლო მკვლელობას — სიძულვილს. თუმცა, ყველა ცოდვა როდია ერთმანეთის ტოლფასი. იესო ცდილობდა ფარისევლებისთვის აეხსნა, რომ განზრახვა უკვე ცოდვაა, თუნდაც ბოლომდე ვერ მიიყვანო იგი. იესოს თანამედროვე რელიგიური წინამძღოლები ასწავლიდნენ, რომ შეიძლება ყველაფერი გაიფიქრო, მთავარია, არ აიხდინო ეს სურვილები. იესო ეწინააღმდეგებოდა მათ იმ აზრით, რომ ღმერთი განსჯის როგორც სურვილებს, ისე ქმედებებსაც. იესო ქადაგებდა, რომ ჩვენი ქმედებანი გულში არსებულის ანარეკლია (მათეს 12:34).

იესომ კი თქვა, რომ გულისთქმა და მრუშობა, ორივე, ცოდვაა, მაგრამ, ისინი არ არის თანაბარი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, უარესია მოკლა ადამიანი, ვიდრე უბრალოდ გძულდეს, მიუხედავად იმისა, რომ იესოს თვალში ორივე ცოდვაა. არსებობს ცოდვების ხარისხი. ზოგი ცოდვა უარესია, ვიდრე დანარჩენი. ამავე დროს, მარადიული ტანჯვისა და გადარჩენას თვალსაზრისით, ყველა ცოდვა თანაბარია. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23). ყველა ცოდვა, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად „პატარაა” ის, მაინც, მიმართულია უსასრულო და მარადიული ღმერთის წინააღმდეგ, რის გამოც, იმსახურებს უსასრულო და მარადიულ სასჯელს. ამას გარდა, არ არსებობს ისეთი „დიდი” ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს. იესო ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად მოკვდა (1 იოანეს 2:2), იესო ჩვენი ყველა ცოდვებისთვის მოკვდა (2 კორინთელთა 5:21). თანაბარია ღმერთისთვის ჩვენი ცოდვები? დიახ, და არა. სიმძიმით – არა. სასჯელით – დიახ. შენდობით – დიახ.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

ღმერთისთვის ყველა ცოდვა თანაბარია?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.