ღმერთმა შექმნა ბოროტება?

შეკითხვა ღმერთმა შექმნა ბოროტება? პასუხი უპირველესად, ასე ჩანს, რომ თუ ღმერთმა შექმნა ყოველივე, მაშინ ბოროტებაც მისი შექმნილი უნდა იყოს. თუმცა, ბოროტება არ ჰგავს ქვას ან ელექტროობას. შეუძლებელია ერთი ქილა ბოროტების ქონა. ბოროტება თავისთავად არ არსებობს – ეს არის სიკეთის არარსებობა. მაგალითად, ხვრელი არსებობს, მაგრამ ეს ხვრელიც რაღაცაში არსებობს. ჩვენ ტალახის არარსებობას ვუწოდებთ ხვრელს, მაგრამ ის…

შეკითხვა

ღმერთმა შექმნა ბოროტება?

პასუხი

უპირველესად, ასე ჩანს, რომ თუ ღმერთმა შექმნა ყოველივე, მაშინ ბოროტებაც მისი შექმნილი უნდა იყოს. თუმცა, ბოროტება არ ჰგავს ქვას ან ელექტროობას. შეუძლებელია ერთი ქილა ბოროტების ქონა. ბოროტება თავისთავად არ არსებობს – ეს არის სიკეთის არარსებობა. მაგალითად, ხვრელი არსებობს, მაგრამ ეს ხვრელიც რაღაცაში არსებობს. ჩვენ ტალახის არარსებობას ვუწოდებთ ხვრელს, მაგრამ ის არ შეიძლება გამოვყოთ ტალახისაგან. ასე რომ, როდესაც ღმერთმა შექმნა დედამიწა,ჭეშმარიტად, ყველაფერი კარგი იყო. ერთ-ერთი დიადი მოვლენა იყო ისეთიარსებების შექმნა, რომლებსაც ჰქონდათ თავისუფლებაკეთილის ასარჩევად. ჭეშმარიტიარჩევანისათვის, ღმერთმა დაუშვა კიდევ რაღაც სხვა, გარდა კეთილისა. ამიტომ, ღმერთმაუფლება მისცა თავისუფალ ანგელოზებსა და ადამიანებს აერჩიათ სიკეთე ან უარი ეთქვათ ბოროტებაზე. როდესაც ორ კარგ რამეს შორის ცუდი ურთიერთობაა, ამას ვეძახით ბოროტებას, მაგრამ, ის არ არის „რაღაც”, რაც ღმერთის მიერ შექმნას მოითხოვს.

ალბათ, შემდეგი ილუსტრაცია უკეთ დაგვეხმარება. თუ ადამიანს ეკითხებიან: „სიცივე არსებობს?” დიდი ალბათობით, პასუხი იქნება „დიახ”. თუმცა, ეს არასწორია. სიცივე არ არსებობს. სიცივე არის სითბოს არარსებობა. ამის მსგავსად, არ არსებობს წყვდიადი, ის არის სინათლის არარსებობა. ბოროტება არის სიკეთის არარსებობა, ან უკეთესადრომ ვთქვათ, ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ღმერთს არ სჭირდებოდა ბოროტების შექმნა, მაგრამ დაუშვა სიკეთის არარსებობა.

ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, მაგრამ დაუშვა იგი. ღმერთი თუ არ დაუშვებდა ბოროტების შესაძლებლობას, მაშინ ადამიანებიც და ანგელოზებიც ღმერთს ვალდებულებით მოემსახურებოდნენ და არა საკუთარიარჩევანით. მას არ სურდა „რობოტები”, რომლებიც „დაპროგრამებულები”, ყველაფერს ბრძანებისამებრ გააკეთებდნენ. ღვთისგან ბოროტების შესაძლებლობის დაშვება გულისხმობს ჭეშმარიტი თავისუფლების ქონას და არჩევანის შესაძლებლობას,საკუთარი ნებით ვემსახუროთ მას თუ არა.

სასრული ადამიანი ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს უსასრულო ღმერთს (რომ. 11:33-34). ხანდახან გვგონია, რომ ვხვდებით ღვთის ნამოქმედარის მიზანსა და დანიშნულებას, მაგრამ მოგვიანებით ვაცნობიერებთ, რომ ღვთის გზები და ფიქრები სრულად განსხვავდება ჩვენი გზებისა და ფიქრებისაგან. ღმერთი ყველაფერს წმინდა და მარადიულპერსპექტივაში ხედავს. ჩვენ კი– ცოდვილ, მიწიერ და წარმავალ პერსპექტივაში. რატომ დაადგინა ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე, როცა იცოდა, რომ ადამი და ევა ცოდვას ჩაიდენდნენ, რითაც ბოროტებას, სიკვდილსა და ტანჯვას მოუტანდნენ მთელ კაცობრიობას? რატომ ყველა ერთად არ შეგვქმნა და არ დაგვტოვა ზეცაში, სადაცვიქნებოდითსრულყოფილები და ტანჯვისთვის უცხონი? ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემაშეუძლებელია მარადისობისჩვენებურიხედვიდან. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ის, რასაც ღმერთი აკეთებს არის წმინდა და სრულყოფილი, რაც საბოლოოდ თავის სახელს განადიდებს. ღმერთმა ბოროტების შესაძლებლობა იმიტომ დაუშვა, რომმოგვცეს ნამდვილი არჩევანის საშუალება -ვცემთ მას თაყვანი ან უარვყოთ იგი. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, მაგრამ დაუშვა იგი.ეს რომ არა, ახლა მასვეთაყვანებოდით და არა საკუთარი ნებით.

[English]



[დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე]

ღმერთმა შექმნა ბოროტება?

Similar Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.